Friday, June 15, 2012

სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: თუშეთი
2. პროექტის მთავადი იდეა (თემა): მოსწავლეს გავაცნოთ თუშეთი, როგორც საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი კუთხე. ტრადიციები და ცოსიალური ყოფა
3. პროექტის აქტუალურობა: თუშეთი ყველაზე სრაფ მზარდი ბაზარია ტურისტული თვლასაზრისით. სამთო ტურიზმი, რომელიც ძალიან განვითარებულია თუშეთში, ჯანმრთელი ცხოვრების წესს მოიცავს.
4. პროექტის მიზანი: თუშეთის კუთხის არქიტექტურული ნაკრძალის ძეგლთა გაცნობა და თავისებურებები.ცხოვრების წესი და კულტურა. ენობრივი თავისებურებების გარჩევა, ლიტერატურულ ენასთან შესაბამისობა.
5. მონაწილეთა ასაკი: 14–15
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შიექმნას: მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი იმოგზაურონ არა მართო თუშეთში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, დაინტერესდნენ სხვადასხვა კუთხის მეტყველებით და ისწავლონ მისი გარჩევა, შეიყვარონ საქართველო და ჯანმრთელი ცხოვრების წერსი:მთაში მოგზაურობა, ალპინისტობა...

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი და პროექტორი (სალიდშოუსთვის), ფლიფ ჩარტი და ფერადი მარკერები თვასაჩინოებისთვის. თუშეთის პაიზაჟის სურათები, მუსიკა (თშური ხალხური მუსიკა: ლ. თათარაიძე, თ. ქუმსიაშვილი, ჰ. გონაშვილი), ისტორიის სახელმძღვანელო, ბახტრიონის ბრძოლის ისტორიული მიმოხილვისთვის, ვაჟა–ფშაველას ,,ბახტრიონი“, გეოგრაფიის სახელმძღვანელო, თუშეთის ფიზიკურ–ეკოლოგიურ–ჰავის თვალსაზრისით გაცნობისთვის, მოსახლეობის და ისტორიული ძეგლების ინფორმირებულობისათვის.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პირველი დღე:   ქართულის მასწავლებელი: განიხილავს ,,თუშეთის“ შესწავლის მიზანს, ტურისტულ პოტენციალს და მის პოპულარობას ევროპელ ტურისტებში. განიხილავს მოგზაურობისთვის გამოსაყენებელ სალაპარაკო ტერმინებს და თვალსაჩინოებისთვის წერს ფლიფ ჩარტზე. საუბარი მიდის დისკუსიის სტილში, მოსავლეები შიგადაშიგ სვამენ კითხვებს მათთვის საინტერესო თემაზე. ვიყენებთ სლაიგ შოუს და ვუსმენთ მუსიკას მეტი ეფექტისთვის. ყურადღება მახვილდება მეტყველების თავისებურებაზე, ჩაცმის სტილზე, ცხოვრების მძიმე პირობებზე და ვაჟკაცურ ტრადიციებზე.
მეორე დღე:  გეოგრაფიის მასწავლებელი: საქართველოს რუკა და ატლასი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება უკეთ აღიქვან თუშეთის ადგილმდებარეობა. ისტორიული ძეგლები და მათი განლაგება, ჰავა, კლიმატი, მოსახლეობა. ეცნობიან ქალაქს და ძირითად სოფლებს. ინტერნეტიდან ამოღებული სლაიდები ამას უფორ სამახსოვროს ხდის. ინტერაქცია მიმდინარეობს დისკუსიის სტილში.
მესამე დღე: ისტორიის მასწავლებელი: მიმოიხილავს თუშეთის ისტორიულ მნიშვნელობას და მისიას თავდაცვის საქმეში. ისტორიული გმირების მაგალითები, მასზე დაწერილი ლეგენდები და თუშური სიმღერები, რომლებიც ამ გმირობებს აღწერენ. მნიშნელოვანია თშური ლეგენდები და ზღაპრები, წარმოდგენები ძველ ცივილიზაციაზე. მუზეუმის ექსპონატები: შემორჩენილი სამკაულები და საცხოვრებლის ტიპები. და–ძმად გაფიცვის წესები, ,,ქორბეღელა“, საქორწილო რიტუალები.
მეოთხე დღე: პრეზენტაცია. მოსწავლეების მიერ თემების წარდგენა, რა გავიგე თუშეთზე ახალი.
მეხუთე დღე: ნასწვლის შეჯამება

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული ენა, თავთავი 3, თამარ ჯაყელი, მაია მელიქიძე,.ისტორია, ისტორიის მე–8 კლასის სახელმძღვანელო და ლიტერატურა თუშეთზე, გეოგრაფია, საქართველოს ტუკა და ატლასი.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  თამარ ტივაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
vikasera18@gmail.com

No comments:

Post a Comment